Wednesday, November 18, 2015

მე–9 დღე
დღევანდელი ტრენინგის თემა იყო პორტფოლიოს პრეზენტაცია. ამ თემამ და მთლიანად ტრენინგის მიმდინარე კურსმა საშუალება მომცა უფრო ნათელი წარმოდგენა მქონდეს პროექტების  მომზადებაზე, კლასში მის წარმატებულ განხორციელებაზე. გამიღრმავდა ცოდნა საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. რომელსაც უკვე
 უფრო აქტიურად გამოვაყენებინებ მოსწავლეებს სამუშაო პროცესში.

Sunday, November 15, 2015

მე –8   დღე
გავეცანი ტექნოლოგიებით ფასილიტაციას. რაც მეხმარება ბავშვებს მივცე  საჭირო  მიმართულება სამუშაოს შესასრულებლად. გამოვიყენო ტექნოლოგიები მიზნობრივად.

Saturday, November 14, 2015

შეხვედრა   მე – 7


ამ შეხვედრაზე განიხილა და შეფასდა ჩემი დავალებები,რამაც უფრო ღრმად დამანახა პრეზენტაციის დიდი მნიშვნელობა სწავლის პროცესში. ასევე შევისწავლე სამუშაოს დაგეგმვა,რათა უფრო წარმატებული იყოს მოსწავლის საქმიანობა.დღევანდელმა დღემ  უფრო სრულყოფილი გახადა ჩემი შესაძლებლობები პროექტებზე ბავშვებთან სამუშაოდ.

Sunday, November 8, 2015

შეხვედრა   მე–6
დღეს გავეცანი  პოვერ– პოინტის შექმნას.პრობლემას დამისი გადაჭრის გზებს.დასკვნის გაკეთებას და იმის დადგენას თურა შედეგზეგავედით აღნიშნული სამუშაოს შემდეგ.

Sunday, November 1, 2015

მე-4 დღე
დღეს გავეცანი დროში გაწერილ შეფასების გეგმის სქემას,საგნობრივი სტანდარტის გამოყენებით,რაც ჩემთვის აუცილებელია პროექტზე  ეფექტურად მუშაობისთვის. საქმიანობის მიზნობრივად და სრულყოფილად წარმართვისათვის.

Saturday, October 31, 2015

შეხვედრა მე–3.შევისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და განვიხილეთ პროექტისათვის საჭირო საკვანძო კითხვები.

Sunday, October 25, 2015

      დღევანდელი  ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. გავეცანით პუბლიკაციების მომზადებას. გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი იდეები. ხოლო პრაქტიკულად განხორციელებაში  უშუქობამ შეგვიშალა ხელი. დიდი მადლობა ტრენინგებისთვის.